კორნელის უნივერსიტეტი — ამერიკის კვლევითი უნივერსიტეტი ითაკაში, ნიუ იორკი (შტატი). აივი ლიგის უნივერსიტეტთა შორის ყველაზე ახალგაზრდა, იგი ეზრა კორნელმა და ენდრიუ დიკსონ უაითმა დააფუძნეს 1865 წელს. ეზრა ასევე ვესტერნ იუნიონ ტელეგრაფ კომპანის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი იყო. 412 თავდაპირველი სტუდენტით, უნივერსიტეტის გახსნის დღის ცერემონია შედგა 1868 წლის 7 ოქტომბერს. ამჟამად კი ბაკალავრიატის ხარისხზე ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი 13.500-ს აღემატება, რაც აივი ლიგის უნივერსიტეტთა შორის უდიდესია. სამაგისტრო და პროფესიულ სტუდენტთა ჩათვლით ითაკაში და სამედიცინო სტუდენტებით ქალაქ ნიუ იორკის კამპუსზე სტუდენტთა საერთო რაოდენობა 20.300-ს აღემატება, რაც დაახლოებით ყველა დანარჩენ აივი ლიგის ინსტიტუტებში ჩარიცხულთა საერთო რაოდენობის ტოლია.
სწრაფი ფაქტები კორნელის უნივერსიტეტი, დევიზი ...
კორნელის უნივერსიტეტი |
---|
ლათ. Universitas Cornelliana |
|
|
დევიზი |
მე მსურს ვიპოვო ინსტიტუტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იპოვოს გზა ნებისმიერი რამის სასწავლად - ეზრა კორნელი |
---|
დაფუძნდა |
1865 (1865) |
---|
ატარებს სახელს |
ეზრა კორნელი |
---|
დამფუძნებელი (-ები) |
ეზრა კორნელი და Andrew Dickson White |
---|
ტიპი |
კერძო |
---|
ფონდები |
6 882 707 803[1] , 9 838 198 000[2] და 10 028 480 000[2] |
---|
სტუდენტი |
23 620[1] და 24 900[3] |
---|
მისამართი |
300 Day Hall, Ithaca, NY, 14853[1] |
---|
ქალაქი |
ითაკა |
---|
შტატი |
ნიუ-იორკი |
---|
ქვეყანა |
აშშ |
---|
კავშირები |
აივი ლიგა, ORCID[4] [5] , Digital Library Federation[6] , IIIF Consortium , Consortium of Social Science Associations[8] , Shibboleth Consortium[9] , Northeast University Semiconductor Network, DataCite[10] , Association of American Universities[11] [12] , Association of American Colleges and Universities[13] , American Council on Education[14] , National Humanities Alliance[15] , Higher Education Leadership Initiative for Open Scholarship[16] , Coalition for Networked Information[17] , Association of Public and Land-grant Universities[18] , Center for Research Libraries[19] და Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[20] |
---|
კარნეგის კლასიფიკაცია |
სადოქტორო უნივერსიტეტები: ძალიან მაღალი კვლევითი აქტივობა[21] , majority undergraduate[21] , research doctoral: comprehensive programs, with medical/veterinary school[21] , four-year, large, highly residential[21] , four-year, full-time, more selective, lower transfer-in[21] და balanced arts & sciences/professions, high graduate coexistence[21] |
---|
|
cornell.edu |
დახურვა
2015 წელს კორნელი Central Washington University Rankings-ის მიხედვით მსოფლიოში მეათე იყო(მერვე შტატებში)[22], QS World University Rankings-მა მას მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა[23], Times Higher Education World University Rankings-მა კი მეთვრამეტე[24]. ამავე წელს Academic Ranking of World Universities-ის კვლევის მიხედვით კორნელი მეცამეტე იყო მსოფლიოს მასშტაბით[25].