ლაიუვერსმერის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაიუვერსმერის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Lauwersmeer) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, გრონინგენისა და ფრისლანდიის პროვინციებში. ფართობი 60 კმ². შეიქმნა 2003 წელს. 1969 წლის 25 მაისს[1][2] ლაიუვერსის ზღვა ჯებირებით გამოეყო ვადენზეეს. მოგვიანებით ლაიუვერსი მტკნარი წყლის ტბად გადაიქცა, გაჩნდა ახალი ფლორა და ფაუნა. ბუნების დაცვის მიზნით, 2003 წელს გადაწყდა ამ ტერიტორიის დაცვა და ეროვნულ პარკად გამოცხადება.[3] იშვიათი ფრინველებიდან აღსანიშნავია: ჟერო, მდელოს ბოლობეჭედა, ულვაშა წივწივა და სხვ.
სწრაფი ფაქტები ლაიუვერსმერის ეროვნული პარკი ...
ლაიუვერსმერის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
კოორდინატები | 53°20′24″ ჩ. გ. 6°10′48″ ა. გ. |
ფართობი | 60 კმ² |
დაარსდა | 2003 წლის 25 მაისს |
დახურვა