ლობიტუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ლობიტუ (პორტ. Lobito) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ანგოლაში, ბენგელის პროვინციაში. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კატუმბელის ესტუარის ჩრდილოეთით, დაახლოებით 35 კმ-ში პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ ბენგელიდან. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 17 მეტრს[1]. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს — 149 249 ადამიანს; მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის აღწერით — 324 050 ადამიანს[2]. მდინარე კატუმბელაზე ხიდის აშენების შემდეგ ლობიტუ შეერწყა ქალაქ ბენგელას ერთ მეგაპოლისად, მოსახლეობით თითქმის 1 მილიონი ადამიანი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებად ქალაქად სამხრეთ აფრიკაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლობიტუ პორტ. Lobito | |||||
| |||||
ქვეყანა | ანგოლა | ||||
პროვინცია | ბენგელის პროვინციაბენგელის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 12°20′53″ ს. გ. 13°32′44″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1843 | ||||
ფართობი | 3648 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 17 მ | ||||
მოსახლეობა | 149 249 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 40,91 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
ქალაქი დაარსდა 1843 წელს პორტუგალიის კოლონიალური სამფლობელო პორტუგალიის დასავლეთი აფრიკის ტერიტორიაზე. ქალაქი ბენგელის სარკინიგზო ხაზის, რომელიც აკავშირებს ატლანტის ოკეანის სანაპიროს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთთან, ბოლო პუნქტია. იგი მსხვილი საზღვაო პორტია.