მანდალორელი
From Wikipedia, the free encyclopedia
„მანდალორელი“ (ინგლ. The Mandalorian[შენიშვნა 1]) — კოსმოსური ვესტერნის ჟანრის ამერიკული სატელევიზიო სერიალი. შექმნილია ჯონ ფავროს მიერ კომპანია „დისნეის“ სტრიმინგ სერვისისათვის Disney+. იგი „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის პირველი მხატვრული (live-action) სერიალია. მისი სიუჟეტი იწყება „ჯედაის დაბრუნებიდან“ (1983) ხუთი წლის შემდეგ და შეეხება დინ ჯარინს (Din Djarin), მარტოხელა თავებზე მონადირეს გამოგონილი პლანეტა მანდალორიდან (ასრულებს პედრო პასკალი) და მის თავგადასავალს მას შემდეგ, რაც „ბავშვის“ პოვნას დაუკვეთავენ.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მანდალორელი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მანდალორელი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მანდალორელი | |
---|---|
ჟანრი |
|
ეფუძნება |
ვარსკვლავური ომები — ჯორჯ ლუკასის |
შეიმუშავა | ჯონ ფავრო |
კომპოზიტორ(ებ)ი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 3 |
ეპიზოდი | 24 (ეპიზოდების სია) |
კომპანია |
|
ეთერში | 12 ნოემბერი, 2019 (2019-11-12) — დღემდე (დღემდე) |
დაკავშირებული შოუები |
|
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
„ვარსკვლავური ომების“ შემქმნელს, ჯორჯ ლუკასს მხატვრულ სატელევიზიო სერიალზე მუშაობა ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდა დაწყებული, თუმცა, პროექტის წარმოება ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა. 2012 წლის ოქტომბერში კომპანია „ლუკასფილმი“ მისგან Disney-მ იყიდა, რის შემდეგაც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ სერიალზე მუშაობა Disney+ სტრიმინგ პლატფორმისთვის დაიწყო. 2018 წლის მარტში მთავარი პროდიუსერის რანგში წარმოებაში ჩაერთო ფავრო. აღმასრულებელი პროდიუსერები მასთან ერთად არიან დეივ ფილონი, კეთლინ კენედი და კოლინ უილსონი. სერიალის სათაური 2018 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, ხოლო გადაღება კალიფორნიაში, Manhattan Beach Studios ბაზაზე დაიწყო. კომპანიამ Industrial Light & Magic სპეციალურად „მანდალორელისთვის“ შექმნა ტექნოლოგია, სახელწოდებით StageCraft, რომელიც გარემოს შესაქმნელად ვირტუალურ დეკორაციებს და 360 გრადუსიან ვიდეოკედლებს იყენებს. მას შემდეგ ტექნოლოგია სხვა ფილმებსა და სერიალებშიც გამოიყენება.
„მანდალორელის“ პრემიერა Disney+ პლატფორმის გაშვებასთან ერთად, 2019 წლის 12 ნოემბერს შედგა. რვა ეპიზოდისგან შემდგარ პირველ სეზონს პოზიტიური კრიტიკული გამოხმაურება ხვდა წილად. ნომინირებული იყო გამორჩეული დრამატული სერიალის კატეგორიაში Primetime Emmy Awards 72-ე დაჯილდოებაზე და Primetime Creative Arts Emmy Awards 72-ე დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე სეზონის პრემიერა 2020 წლის 30 ოქტომბერს შედგა, ხოლო მესამე სეზონი წინასწარ წარმოებაშია. 2020 წლის დეკემბერში მასთან დაკავშირებული სამი spin-off სერიალის შესახებ გახდა ცნობილი: „ბობა ფეტის წიგნი“ (The Book of Boba Fett), „ახალი რესპუბლიკის რეინჯერები“ (Rangers of the New Republic) და „ასოკა“ (Ahsoka).