მარია I (უნგრეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია I ანჟუელი (უნგრ. Anjou Mária I, ხორ. Marija I Anžuvinska; დ. 1371 — გ. 17 მაისი, 1395) — ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთის მეფე ლაიოშ I-ისა და დედოფალ ელიზაბეტა ბოსნიელის ქალიშვილი. უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი 1382-1385 წლებში, მამის გარდაცვალების შემდეგ. იგი მალევე ჩამოაგდო ტახტიდან მისმა ნათესავმა, ნეაპოლის მეფე კარლო III-მ. ამის გამო იგი გეგმავდა საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის ძმაზე, ლუი ორლეანელზე ქორწინებას, მაგრამ საბოლოოდ საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ზე იქორწინა, რომლის დახმარებითად 1386 წელს დაიბრუნა ტახტი. იგი 1395 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად, უშვილოდ.
სწრაფი ფაქტები უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი, მმართ. დასაწყისი: ...
მარია I | |
---|---|
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 სექტემბერი, 1382 |
მმართ. დასასრული: | 31 დეკემბერი, 1385 |
წინამორბედი: | ლაიოშ I |
მემკვიდრე: | კაროლ II |
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 თებერვალი, 1386 |
მმართ. დასასრული: | 17 მაისი, 1395 |
წინამორბედი: | კაროლ II |
მემკვიდრე: | სიგიზმუნდ I |
თანამმართველი: | სიგიზმუნდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1371 |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი, 1395, (23-24 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბუდა, უნგრეთი |
დაკრძ. ადგილი: | ორადია, რუმინეთი |
მეუღლე: | სიგიზმუნდ I, საღვთო რომის იმპერატორი |
დინასტია: | ანჟუები |
მამა: | ლაიოშ I, უნგრეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეტა ბოსნიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა