მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი (გერმ. Martin-Luther-Universität Halle-Wittenberg), ასევე მოიხსენიება როგორც MLU — არის საზოგადოებრივი, კვლევებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი გერმანიის საქსონიის-ანჰალტის ფედერალურ მხარეში ჰალეს და ვიტბენბერგის ქალაქებში. MLU სტუდენტებს სთავაზობს გერმანულ და საერთაშორისო (ინგლისურენოვან) კურსებს, რომლებიც ისწავლება ისეთ აკადემიურ ხარისხებში, როგორიცაა: BA, BSc, MA, სამაგისტრო, სადოქტორო და ჰაბილიტაციის ხარისხი.
ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი | |
---|---|
Martin-Luther-Universität Halle-Wittenberg | |
ლათ. Universitas hallensis | |
დევიზი | „მომავალი ტრადიციებით“ |
დაფუძნდა | 1502 |
ატარებს სახელს | მარტინ ლუთერი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | Christian Tietje |
სტუდენტი | 19,319[1] |
ქალაქი | ჰალე და ვიტენბერგი |
შტატი | საქსონია-ანჰალტი |
ქვეყანა | გერმანია |
ფერები | ზურმუხტისფერი მწვანე |
კავშირები | Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , German Rectors' Conference[3] , German University Sports Federation[4] , Informationsdienst Wissenschaft[5] და German National Research Data Infrastructure (NFDI) e.V.[6] |
თილისმა | ლომი |
https://www.uni-halle.de/ |
უნივერსიტეტი შეიქმნა 1817 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტისა (დაარსდა 1502 წელს) და ჰალლის უნივერსიტეტის (დაარსდა 1694 წელს) გაერთიანების გზით. უნივერსიტეტს პროტესტანტი რეფორმატორის — მარტინ ლუთერის სახელი ჰქვია, რომელიც ვიტენბერგში პროფესორი იყო. დღეს, უნივერსიტეტი თავად მდებარეობს ჰალეში, ხოლო ვიტენბერგში მდებარე ლეუკორეას ფონდი (Leucorea Foundation) გამოიყენება, როგორც MLU-ს საკონვენციო ცენტრი (და სასტუმრო) როგორც სემინარების, ასევე აკადემიური და პოლიტიკური კონფერენციებისთვის. ჰალე და ვიტენბერგი ბერლინიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა ბერლინი–ჰალის სარკინიგზო მაგისტრალით, რომელიც მგზავრებს ემსახურება Intercity-Express (ICE) მატარებლებით.