მემარცხენეობა
From Wikipedia, the free encyclopedia
მემარცხენეობა — ტერმინი თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებასა და ცხოვრებაში, რომელიც ვიწრო გაგებით აღნიშნავს პოლიტიკური კურსის გამოხატვის რადიკალურ ან პროგრესულ გზას, ხოლო ფართო გაგებით – პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც ესწრაფვის სოციალურ თანასწორობასა და სოლიდარობას, სოციალური იერარქიის საწინააღმდეგოდ. ტერმინს მემარცხენეობა თავდაპირველად პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდიდან მოდის და მემარჯვენეობასთან ერთად გაჩნდა, როგორც 1789 წელს მოწვეული გენერალური შტატების კრებაზე წარმომადგენელთა სხდომის ადგილის აღმნიშვნელი (კრებაზე მეფისგან მარჯვნივ ისხდნენ თავად-აზნაურობა და სამღვდელოება, რომლებიც მონარქიას უჭერდნენ მხარს, ხოლო მარცხნივ – ბურჟუაზია და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რევოლუციის, რესპუბლიკის შექმნისა და სეკულარიზმის მხარდამჭერები იყვნენ.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მემარცხენეობა (ჟურნალი). |