მონოგამია
From Wikipedia, the free encyclopedia
მონოგამია (ბერძ. monos „ერთი“, gamos „ქორწინება“) — ერთქორწინება, ოჯახისა და ქორწინების ისტორიული ფორმა. წარმოიშვა პირველყოფილი საზოგადოების რღვევის ხანაში წყვილადი ქორწინებიდან და შემდომში ქორწინების გაბატონებული ფორმა გახდა.
ბოლოდროინდელი აღმოჩენების საფუძველზე ბიოლოგები სამი ტიპის მონოგამიას ანსხვავებენ: სოციალური მონოგამია, სექსუალური მონოგამია და გენეტიკური მონოგამია. სოციალური მონოგამია მიუთითებს ორი ადამიანის თანაცხოვრებაზე, რომელთაც სექსუალური ურთიერთობა აქვთ და ერთად შრომობენ ძირითადი რესურსების (საკვები, ტანსაცმელი, ფული, სხვა საჭირო ნივთები) დაგროვებაზე. სექსუალური მონოგამია მიუთითებს ორ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთის გარდა გამორიცხავს ნებისმიერ სხვა სექსუალურ პარტნიორს. გენეტიკური მონოგამია მიუთითებს ფაქტზე, რომ ორ პარტნიორს ერთმანეთთან მხოლოდ საერთო მემკვიდრე (შვილი) აკავშირებს.