მცხეთა
ქალაქი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი / From Wikipedia, the free encyclopedia
მცხეთა — ქალაქი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7940 კაცი (2014 წ.). არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.
ტერმინს „მცხეთა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მცხეთა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
მცხეთა | |
ქალაქი მცხეთა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარემცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°51′00″ ჩ. გ. 44°43′00″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1956 |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 7940[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,5 % რუსები 0,8 % ოსები 0,8 % სომხები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 373[2] |
საფოსტო ინდექსი | 3300[3] |
ოფიციალური საიტი | mtskheta.gov.ge |
დახურვა