ნენური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნენური ენა (ნენ. Ненэцяʼ вада) — ურალური ოჯახის, სამოდიური ენების ჯგუფის ენა. გავრცელებულია კოლის ნახევარკუნძულზე, ენისეის მარჯვენა სანაპიროზე. ნენურ ენაზე ლაპარაკობს 24 ათ. მეტი კაცი (1970). გამოიყოფა ორი კილო ტუნდრისა და ტყის, რომლებიც ერთმანეთისაგან უპირატესად ფონეტიკურად განსხვავდებიან. მორფოლოგიური მნიშვნელობის გამოხატვის ძირითადი ხერხია სუფიქსური აგლუტინაცია. ნენურ ენაში 3 რიცხვია: მხოლობითი, ორობითი და მრავლობითი. ზმნას მოეპოვება სახეობითი მიმართულობისა და კილოს, სუბიექტურ-ობიექტური და სუბიექტურ-უობიექტო უღვლილების ფორმები. წინადადებაში დამოკიდებული წევრები მთავარი წევრების წინ დგას.