ნიუელს ოლდ ბოისი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუელს ოლდ ბოისი (ესპ. Club Atlético Newell's Old Boys) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ როსარიოდან. ჩამოყალიბდა 1903 წლის 3 ნოემბერს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში.[1].
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი |
კლუბ ატლეტიკო ნიუელს ოლდ ბოისი Club Atlético Newell's Old Boys | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
La Lepra (კეთროვნები) Rojinegro (წითელ-შავები) | |||
დაარსდა | 3 ნოემბერი, 1903; 120 წლის წინ (1903-11-03) | |||
სტადიონი |
ესტადიო მარსელო ბიელსა როსარიო, არგენტინა (ტევადობა: 42 000) | |||
პრეზიდენტი | ედუარდო ბერმუდესი | |||
მწვრთნელი | ფრენკ დარიო კუდელკა | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2019–20 | მე-8 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა
კლუბის სახელწოდება დაკავშირებულია არგენტინული ფეხბურთის პიონერთან აიზეკ ნიუელთან (ინგლ. Isaac Newell) და ითარგმნება როგორც — „ნიუელის ძველი ბიჭები“. კლუბის დამფუძნებლად მიიჩნევენ აიზეკ ნიუელის ვაჟს — კლაუდიო ნიუელს.
„ნიუელს ოლდ ბოისი“ ექვსჯერ ფლობდა არგენტინის ჩემპიონის ტიტულს.
პირველად ქვეყნის ჩემპიონობა 1974 წელს მოიპოვა, როდესაც მეტროპოლიტანოს ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო ყველაზე დიდ შედეგებს 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე მიაღწია, როდესაც სამჯერ დაეუფლა არგენტინის ჩემპიონობას და ორჯერ ლიბერტადორესის თასის ფინალში მოახერხა გასვლა.[2][3]