ნიუჩეპინგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუჩეპინგი (შვედ. Nyköping) — ქალაქი შვედეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, სედერმანლანდის ლენის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 29 891 ადამიანს.[1]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ნიუჩეპინგი შვედ. Nyköping | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 58°45′00″ ჩ. გ. 17°00′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1187 | ||
ფართობი | 13,43 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 20±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 29 891 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 2 225 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 611 XX | ||
ოფიციალური საიტი | https://www.nykoping.se/ | ||
დახურვა
XVI საუკუნეში წარმოადგენდა მეფე კარლ IX-ის რეზიდენციას. მნიშვნელოვნად დააზიანა რამდენიმე ხანძარმა 1390, 1665, 1719, 1825 წლებში. 1719 წელს იგი თითქმის მთლიანად დაანგრია რუსეთის არმიამ. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ნიუჩეპინგის ციხე, რომლის მშენებლობაც XII საუკუნეში დაიწყო. ნიუჩეპინგზე გაივლის ევროპული ავტომაგისტრალი E4. 7 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი სკავსტა.