ნორმან ბეიტსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორმან ბეიტსი (ინგლ. Norman Bates) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა რობერტ ბლოხმა, როგორც თავისი 1959 წლის რომანის, „ფსიქოს“ მთავარი პროტაგონისტი. ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის ეკრანიზაციაში „ფსიქო“ და ფრენჩაიზის მომდევნო ფილმებში მისი როლი შეასრულა ენტონი პერკინსმა. „ფსიქოს“ 1998 წლის ვერსიაში ნორმანის როლი შეასრულა ვინს ვონმა, ხოლო ტელესერიალ „ბეიტსის მოტელში“ (2013-2017 წწ.) — ფრედი ჰაიმორმა.[1]
ნორმან ბეიტსი | |
---|---|
ფსიქო - პერსონაჟი | |
ენტონი პერკინსი ასრულებს ნორმან ბეიტსის როლს ფილმში „ფსიქო“ (1960 წ.). | |
პირველი გამოჩენა | „ფსიქო“ (1959 წ.) |
შემქმნელი | რობერტ ბლოხი |
მსახიობი |
ენტონი პერკინსი („ფსიქო“ (1960 წ.) – „ფსიქო IV: დასაწყისი“) ოზ პერკინსი („ფსიქო II“, მოგონება) კურტ პოლი („ბეიტსის მოტელი“) ჰენრი ტომასი და რაიან ფინიგანი („ფსიქო IV: დასაწყისი“, მოგონება) ვინს ვონი („ფსიქო“) (1998 წ.) ფრედი ჰაიმორი („ბეიტსის მოტელი“) ბეკხამ სკოდიე, ლუკ როსლერი და ნიკოლას ჰოლმსი („ბეიტსის მოტელი“, მოგონება) |
ინფორმაცია | |
სქესი | მამრობითი |
საქმიანობა | ბეიტსის მოტელის ყოფილი მფლობელი |
ოჯახი |
ნორმა ბეიტსი (გარდაცვლილი დედა) ჯონ/სემ ბეიტსი (გარდაცვლილი მამა) რობერტ ნიუმანი (ტყუპი ძმა; მხოლოდ ბლოხის რომანებში) დილან მასეტი (ნახევარძმა/ბიძაშვილი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) ემა სპული (გარდაცვლილი დეიდა; მხოლოდ ფილმში) კელებ კალჰუნი (გარდაცვლილი ბიძა დედის მხრიდან; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) კეიტ მასეტი (ძმისშვილი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) რეი კალჰუნი (გარდაცვლილი ბაბუა; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) ფრენსინ კალჰუნი (გარდაცვლილი ბებია; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) |
მეუღლე(ები) | ექიმი კონსტანს „კონი“ ფორბს-ბეიტსი (ცოლი; მხოლოდ ფილმში) |
ნათესავები |
ალექს რომერო (გარდაცვლილი მამინაცვალი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) ემა დეკოდი (ძმის ცოლი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) |
Universal Studios-ის მიერ წარმოებული ფრენჩაიზისგან განსხვავებით, ნორმანი ბლოხის მომდევნო რომანებში მთავარი ანტაგონისტი არ არის და ჩანაცვლებულია მიმბაძველი მკვლელებით, რომლებიც ნორმანის პიროვნებას მისი სიკვდილის შემდეგ („ფსიქო II“, 1982 წ.) ირგებენ. მიჩნეულია, რომ ნორმან ბეიტსი უისკონსინელი მკვლელით, ედ გეინით არის შთაგონებული. ბლოხმა განაცხადა, რომ „ფსიქოს“ წერა გეინის შესახებ ინფორმაციის გაგებამდე ჰქონდა დაწყებული და გაოგნებული იყო, თუ „როგორ განასახიერებდა მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი ედ გეინს როგორც თვალსაჩინო ქმედებებით, ისე აშკარა მოტივებით.“[2]