პანამა
From Wikipedia, the free encyclopedia
პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა (ესპ. República de Panamá) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კოლუმბია, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით — წყნარი ოკეანე. დედაქალაქია პანამა.
ტერმინს „პანამა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ პანამა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პანამა}} |
პანამის რესპუბლიკა República de Panamá პანამა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Himno Istmeño |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პანამა 8°58′ ჩ. გ. 79°32′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური დემოკრატია | |||||
- | პრეზიდენტი | რიკარდო მარტინელი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 75 517 კმ2 (118-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2.9 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 3 230 000 (133-ე) | ||||
- | 2000 აღწერა | 2 839 177 | ||||
- | სიმჭიდროვე | 43 კაცი/კმ2 (156-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $27.551 მილიარდი (105-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $7,283 (83-ე) | ||||
აგი (2007) | 0.812 (მაღალი) (62-ე) | |||||
ვალუტა | ბალბოა (PAB ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-05:00 | |||||
ქვეყნის კოდი | PAN | |||||
Internet TLD | .pa | |||||
სატელეფონო კოდი | 507 |
ესპანელების მიერ ათვისებული და დასახლებული იქნა XVI საუკუნეში. 1821 წელს გამოეყო ესპანეთს და შეუერთდა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს, ეკვადორისა და ვენესუელის კავშირს, რომელსაც დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა ეწოდებოდა. როდესაც 1831 წელს დიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა და ახალი გრანადა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გრანადა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა. აშშ–ის დახმარებით, 1903 წელს პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათა პანამის არხი 1904–1914 წლებში აშშ–ის არმიის ინჟინერიის კორპუსს აეშენებინა. 1977 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც XX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ–ს სრულად უნდა გადაეცა პანამისთვის.[1]
არხიდან მიღებული შემოსავალი დღეისათვის პანამის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პანამას დღეისათვის მესამე ან მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვს ცენტრალურ ამერიკაში;[2] ამავე დროს ის ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ პირველია ამ რეგიონში.[3][4] 2010 წელს, პანამა მეოთხე ადგილზე იყო ადამიანური განვითარების ინდექსის მხრივ ლათინურ ამერიკაში, მსოფლიოში კი 54–ე.[5] მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2010 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მონაცემებით, პანამის ეკონომიკა მეორე ყველაზე კონკურენტუნარიანია ლათინურ ამერიკაში. პანამის ჯუნგლებში მრავლადაა ტროპიკული მცენარეები, ცხოველები და ფრინველები, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.[6]