პორტ-ოვ-სპეინი
From Wikipedia, the free encyclopedia
პორტ-ოვ-სპეინი (ინგლ. Port of Spain) — ტრინიდადი და ტობაგოს დედაქალაქი და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მდებარეობს კუნძულ ტრინიდადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პარიას ყურეში. პორტ-ოვ-სპეინი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია სან-ფერნანდოს შემდეგ, ხოლო მუნიციპალიტეტებს შორის ამ უკანასკნელისა და ჩაგუანასის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მუნიციპალური მოსახლეობა 37,074, ხოლო ურბანული – 81,142 ათასია.
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
პორტ-ოვ-სპეინი ინგლ. Port of Spain | |||
| |||
ქვეყანა | ტრინიდადი და ტობაგო | ||
კოორდინატები | 10°40′00″ ჩ. გ. 61°31′00″ დ. გ. | ||
მმართველი | Prime Minister of Trinidad and Tobago | ||
ფართობი | 13 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 3 მ | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა|ინგლისური | ||
მოსახლეობა | 50 000 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 3650 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||
საფოსტო ინდექსი | 500234 | ||
ოფიციალური საიტი | cityofportofspain.gov.tt | ||
პორტ-ოვ-სპეინი ტრინიდადის დედაქალაქი 1757 წლიდანაა. ქალაქი კუნძულის ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრია, ამასთანავე კარიბის ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრის სტატუსს ატარებს.[1] ქალაქში რეგიონის ორი უმსხვილესი ბანკის სათავო ოფისი მდებარეობს.
პორტ-ოვ-სპეინი ვესტ ინდოეთის ფედერაციის დე ფაქტო დედაქალაქი იყო, რომელმაც ხანმოკლე დროით იარსება.
ქალაქში კუნძულის უდიდესი პორტი მდებარეობს. პორტ-ოვ-სპეინი კარიბის ზღვის რეგიონში საქონლის ტრანსპორტირების ერთ-ერთი კერაა და როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე წარმოებული საქონლის ექსპორტს ახორციელებს. პორტ-ოვ-სპეინში ტრინიდადი და ტობაგოს საფონდო ბირჟა მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებულია კარიბის ზღვის რეგიონში. ქალაქში კარიბის ზღვის რეგიონის უმაღლესი ცათამბჯენებია განლაგებული, რომელთა შორის აღსანიშნავია ნიკოლასის კოშკი. მარხვის წინა კარნავალი დედაქალაქის მთავარი ყოველწლიური კულტურული ფესტივალია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.
დღესდღეობით, პორტ-ოვ-სპეინი კარიბის ზღვის რეგიონის წამყვანი ქალაქია. ტრინიდადმა 2009 წელს ამერიკის მეხუთე სამიტს უმასპინძლა, რომელთა სტუმრებს შორის აშშ-ის იმჟამიდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყვნენ.[2]