პროგრესი და თავისუფლება
From Wikipedia, the free encyclopedia
პროგრესი და თავისუფლება — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2020 წელს დააფუძნეს კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა.[1]
პროგრესი და თავისუფლება | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი |
კახა ოქრიაშვილი ცეზარ ჩოჩელი |
ისტორია | |
დაფუძნდა | აგვისტო, 2020 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | პროევროპულობა |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი |
შეერწყა | ძალა ერთობაშია |
შერწყმის თარიღი | სექტემბერი, 2020 |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
2 / 150 |
ფერები |
2020 წლის სექტემბერში პარტია შეუერთდა კოალიციას „ძალა ერთობაშია“.[2] კოალიციამ პარტიის ორივე დამფუძნებელი დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. კახა ოქრიაშვილმა #14 მაჟორიტარულ ოლქში მიიღო 23 666 ხმა (39,55%) და დაიკავა მეორე ადგილი. ცეზარ ჩოჩელი წარდგენილი იყო #11 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მან 17 134 ხმა (33,78%) მიიღო და გავიდა მეორე ტურში, მაგრამ უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე, მიუხედავად ამისა მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე და მეორე ტურში მიიღო 2076 (7,47%) ხმა.[3][4] კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადეს (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არიან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[5]