რომის დაარსება
From Wikipedia, the free encyclopedia
რომის დაარსება — თქმულება ქალაქი რომის დაარსების შესახებ, რომელიც რომაელთა მიერ ლეგენდებისა და მითების სახით გადაიცემოდა. ამ მითებიდან ყველაზე ნაცნობი და შესაძლოა ასევე ყველაზე ცნობილი რომაული მითი არის ამბავი რომულუსსა და რემუსის შესახებ. სხვა ცნობების მიხედვით რომაელები ტროას ომის გმირის ენეასის შთამომავლები არიან, რომელიც ომის შემდეგ იტალიაში გაიხიზნა და მისი ვაჟი ილუსი — იულიუს კეისრის ოჯახის წინაპრად ითვლება.