სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები (ინგლ. South Georgia and the South Sandwich Islands) — კუნძულთა ჯგუფი სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, საკმაოდ დაცილებულია კონტინენტს და წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას. ამ კუნძულებიდან აღსანიშნავია სამხრეთი გეორგია, რომელიც კონტინენტიდან დაცილებულია 520 კილომეტრით, კუნძულების ფართობი შეადგენს 3903 კვადრატულ კილომეტრს.
ამ ტერიტორტიაზე ადგილობრივი მოსახლეობა არ სახლობს, აქ მრავლადაა გახსნილი დიდი ბრიტანეთის კვლვითი პუნქტები. მდებარეობს საკმაოდ მცირე კუნძული ჩიტი, სადაც მდებარეობს ამ ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრი მეფე ედუარდ პოინტი.
კუნძული სამხრეთი გეორგია პირველად აღმოჩენილი იქნა ინგლისელების მიერ 1675 წელს. მოგვიანებით, უკვე ინგლისელებმა დაიწყეს ამ კუნძულის გამოკვლევა და თავიანთი ავანპოსტების დაარსება. 1982 წელს დაწყებული ფოლკლენდის ომის დროს ეს ადგილები ოკუპირებული იქნა არგენტინელების მიერ, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები კვლავ დიდ ბრიტანეთს დაუბრუნდა.
რაც შეეხება კუნძულ სენდვიჩს, ის პირველად აღმოჩენილი იქნა 1775 წელს ინგლისელი მეზღვაურის ჯეიმზ კუკის მიერ.