ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია მოიცავს თოთხმეტ ტერიტორიას, რომლებიც არ არიან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის მთავარი ნაწილები, თუმცა მის იურისდიქციაში შედიან.[1] ეს ტერიტორიები ბრიტანეთის იმპერიის გადმონაშთია, ამ სახელმწიფოებს არა აქვთ მოპოვებული დამოუკიდებლობა.
ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ამ მიწებს სახელი „ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია“ ეწოდა 2002 წელს მიღებული აქტის შემდეგ. 2002 წლამდე ამ ტერიტორიას ერქვა ბრიტანეთის დამოუკიდებელი ტერიტორია. 1981 წლამდე კი ერქვა კოლონია ან სამეფო კოლონია.
ბრიტანეთის თოთხმეტი ზღვისიქითა ტერიტორიაა: ანგილია, ბერმუდა, ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია, ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, გიბრალტარი, მონსერატი, წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, პიტკერნის კუნძულები, სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები და აკროტირი და დეკელია.[2] ინგლისის პრეტენზიები და გავლენა ანტარქტიდაზე არ უღიარებია ყველა ქვეყანას.[3] ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სავარაუდო ფართობი არის 1 728 000 კმ² (667 018 კვადრატული მილი), ამ ტერიტორიებზე საერთო ჯამში ცხოვრობს დაახლოებით 260 000 ადამიანი.[4]
ტერიტორიები ჯერსი და გერნსი (ცნობილი როგორც ნორმანდიის კუნძულები) და კუნძული მენი, წარმოადგენს ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ გაერთიანებულ ტერიტორიებს, თუმცა მათ განსაკუთრებული უფლებები გააჩნია.