ფოლკლენდის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები (ინგლ. Falkland Islands — ფოლკლენდის კუნძულები, ესპ. Islas Malvinas — მალვინის კუნძულები) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, არგენტინის სანაპიროდან 483 კმ-ში. არქიპელაგი მოიცავს კუნძულ აღმოსავლეთ ფოლკლენდს, დასავლეთ ფოლკლენდს და 776 პატარა კუნძულს. წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას. დედაქალაქია პორტ-სტენლი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ფოლკლენდზე.
1833 წლიდან არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ფოლკლენდის კუნძულებზე. 1982 წელს, არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა ორთვიანი ომი ამ კუნძულებისათვის (ფოლკლენდის ომი), რომელიც არგენტინის მარცხით დამთავრდა.