სატურნის ჯილდო
From Wikipedia, the free encyclopedia
სატურნის ჯილდო[1] (ინგლ. Saturn Award) — ამერიკული ყოველწლიური დაჯილდოება, რომელსაც წარადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ფილმების აკადემია (ინგლ. Academy of Science Fiction, Fantasy and Horror Films). თავდაპირველად აჯილდოებდა მხოლოდ სამეცნიერო ფატასტიკური, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის ფილმებს, თუმცა მოგვიანებით მოიცვა სხვა ჟანრებიც, ისევე როგორც ტელესერიალები და საშინაო ვიდეოები.
სატურნის ჯილდო | |
სატურნის ჯილდოს სტატუა | |
ჯილდო | საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის ფილმებისა და ტელესერიალების შექმნისთვის |
წარადგენს | სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ფილმების აკადემია |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1973 |
ბოლოს გადაეცა | 2017 |
saturnawards.org |
---|
შეიქმნა 1973 წელს დონალდ რიდის მიერ (თავდაპირველი სახელწოდება იყო „ოქროს გრაგნილი, ინგლ. Golden Scroll) და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ დაჯილდოების ცერემონიად, რომელიც ეძღვნება სამეცნიერო ფანტასტიკურ, ფენტეზისა და საშინელებათა ფილმებს.
ჯილდოს გასცემს აკადემიის წევრები კენჭისყრის შედეგად. ცერემონია ღიაა საზოგადოებისთვის.[2] აკადემია არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან: ჯეფ რეკტორი, რიჩი კორელი, ტომ დე სანტო, მარკ ოლტმენი, ირვინ კიზი და სხვები.[3]