საღვთო რომის იმპერატორთა სია
From Wikipedia, the free encyclopedia
საღვთო რომის იმპერატორი (ლათ. Imperator Romanus Sacer, გერმ. Römisch-deutscher Kaiser) — ტერმინი, რომლითაც ისტორიკოსები აღნიშნავენ შუა საუკუნეების იმ მმართველებს, რომლებიც პაპისგან იღებდნენ რომის იმპერატორის ტიტულს. XVI საუკუნის შემდეგ საღვთო რომის იმპერიას განაგებდა არჩეული მონარქი. ფეოდალურ იერარქიაში საღვთო რომის იმპერატორი იყო პირველი სხვა კათოლიკე მონარქებთან მიმართებაში — primus inter pares (პირველი თანასწორთა შორის). ის იყო „უფროსი მონარქი კათოლიკურ სამყაროში“ და „კათოლიკური ეკლესიის საერო მხარი“.[1][2]