პირველი მაისი (აბაშის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტი / From Wikipedia, the free encyclopedia
პირველი მაისი (ყოფილი საჭილაო) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: პირველი მაისი, თხმელარი, გაუწყინარი, ქვიშანჭალა). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას, ცხენისწყლისა და რიონის შესართავთან, ზღვის დონიდან 13 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან სამხრეთით 9 კილომეტრის მანძილზე, უახლოესი რკინიგზის სადგური სამტრედიიდან დაშორებულია 6,5 კილომეტრით. სოფელში არის საექიმო პუნქტი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პირველი მაისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
პირველი მაისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი |
თემი | პირველი მაისი |
კოორდინატები | 42°08′32″ ჩ. გ. 42°16′50″ ა. გ. |
ადრეული სახელები | საჭილაო |
ცენტრის სიმაღლე | 13 მ |
მოსახლეობა | 661[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა