სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი — საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოში, რომელიც იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე.[1]
დეპარტამენტი შეიქმნა 2017 წელს სახელმწიფო ენის სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. ხოლო ფუნქციონირება 2018 წლის მარტიდან დაიწყო.[2]
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებში შედის: რეკომენდაციების გაცემა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ენის მართებული გამოყენების მიზნით.[1]
დეპარტამენტი ასევე გეგმავს სახელმწიფო ენ(ებ)ის განვითარებისა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს.[1]
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით პერიოდულად ახლდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები.