სოციალური კონსერვატიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოციალური კონსერვატიზმი — პოლიტიკური ფილოსოფია და კონსერვატიზმის მიმდინარეობა, რომელიც ემხრობა ტრადიციული ფასეულობებისა და ჩამოყალიბებული სოციალური ინსტიტუციების შენარჩუნებას.[1] ეს შეიძლება მოიცავდეს მორალურ საკითხებს.[2] ზოგადად, სოციალური კონსერვატიზმი სკეპტიკურად უყურებს სოციალურ ცვლილებებს და სჯერა სტატუს კვოს შენარჩუნების ისეთ სოციალურ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახური ურთიერთობები, სექსუალური ცხოვრება და პატრიოტიზმი.[3]
ჩრდილოეთ ამერიკაში, XX საუკუნის შუა რიცხვებიდან, სოციალური კონსერვატიზმი წარმოიშვა, როგორც პასუხი ფედერალური ქმედებების სოციალურ საკითხებზე, ისეთებზე როგორიცაა რელიგიის თავისუფლება, სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემცირება, სინდისის თავისუფლება და აბორტი, რომლებიც წევრებმა აღიქვეს, როგორც კონსერვატიული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხედ.[4] სოციალური კონსერვატორები ასევე ეთანხმებიან რელიგიური ინსტიტუტების უფლებებს მონაწილეობა მიიღონ საჯარო სფეროში მიმდინარე პროცესებში, რითაც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ათეიზმს.[5][6]