სპლიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სპლიტი (ხორვატ. Split; იტალ. Spalato; ლათ. Spalatum; ძვ.-ბერძნ. ასპალათოსი, Ασπάλαθος) — სიდიდით მეორე ქალაქი ხორვატიაში ზაგრების შემდეგ. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ნაპირას. ქალაქი გაშენებულია დიოკლეტიანეს სასახლეს გარშემო. წარმოადგენს ქვეყნის შიდა სატრანსპორტო კვანძს და მნიშვნელოვან ტურისტულ ქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სპლიტი Split | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
რეგიონი | დალმაციადალმაცია | ||||
მუნიციპალიტეტი | სპლიტ-დალმაცია | ||||
კოორდინატები | 43°30′00″ ჩ. გ. 16°26′00″ ა. გ. | ||||
მერი | ივო ბალდასარი | ||||
დაარსდა | ძვ. წ. VI-ს. | ||||
ფართობი | 79.38 კმ²[1][2] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 178102[3] კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 2,244 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 349,314 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 21 | ||||
საფოსტო ინდექსი | 21000 | ||||
საავტომობილო კოდი | ST | ||||
ოფიციალური საიტი | split.hr | ||||
სპლიტი რეგიონის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქალაქი ითვლის 1700 წლის ისტორიას, როდესაც 305 წელს აშენდა დიოკლეტიანეს სასახლე. თუმცა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. IV საუკუნიდან არსებობდა ბერძნული კოლონია ასპალათოსი (Aσπάλαθος) და მანამდეც არსებობდა გარკვეული ტიპის დასახლებები. ქალაქი განსაკუთრებით 650 წლიდან განვითარდა, როდესაც ის გახდა რომის პროვინცია დალმაციის ძველი დედაქალაქის სალონას მემკვიდრე. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ სპლიტი მოექცა ბიზანტიის იმპერიაში, ხოლო მოგვიანებით ვენეციის რესპუბლიკის შემადგენლობაში.