სტრატეგია აღმაშენებელი
From Wikipedia, the free encyclopedia
„სტრატეგია აღმაშენებელი“ (ოფიც. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“) — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 2016 წლის 5 ივნისს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“. პარტიის თავმჯდომარედ ყრილობის დელეგატებმა აირჩიეს გიორგი ვაშაძე. პარტიის მმართველობითი ორგანოა 12 წევრისაგან შემდგარი პოლიტსაბჭო. პარტიას ჰყავს არჩეული გენერალური მდივანი, რომელსაც გააჩნია აღმასრულებელი და საორგანიზაციო ფუნქციები. არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების და მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.[1]
სტრატეგია აღმაშენებელი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | გიორგი ვაშაძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 5 ივნისი, 2016 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ლიბერალიზმი პროევროპულობა |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი, მემარჯვენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
2 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
aghmashenebeli.ge |
პარტია მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკში. პარტია მონაწილეობდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.[1] 2018 წლის ივლისში საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთად გამოსვლის მიზნით 9 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად დააარსა კოალიცია „ძალა ერთობაშია“,[2] რომელიც 2020 წლის ივლისის ბოლოს „კანონი და სამართალთან“ ერთად დატოვა.[3]
2020 წლის 30 ივლისს პარტიის მესამე ყრილობის გადაწყვეტილებით პარტიამ შეიცვალა სახელი და „ახალი საქართველოს“ ნაცვლად ეწოდა „სტრატეგია აღმაშენებელი“.[1] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კანონი და სამართალთან“ ერთად საერთო ბლოკში მონაწილეობდა.[4]