ტევტობურგის ტყის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტევტობურგის ტყის ბრძოლა (გერმ. Schlacht im Teutoburger Wald, Hermannsschlacht ან Varusschlacht) — სამხედრო დაპირისპირება რომის იმპერიის ლეგიონებსა და ძველ გერმანულ ტომებს შორის. რომაელი ისტორიკოსები ამ ბრძოლას აღწერდნენ, როგორც clades Variana (კლადის ვარიანა, ვარიანის კატასტროფა). ბრძოლა ახ. წ. 9 წელს ტევტობურგის ტყეში გაიმართა.
ტევტობურგის ტყის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
გერმანულ-რომაული ომების ნაწილი | |||
გერმანელი მებრძოლების თავდასხმა | |||
თარიღი | დაახ. სექტემბერი, 9 | ||
მდებარეობა | ოსნაბრიუკი, ქვემო საქსონია | ||
შედეგი | გერმანელთა გამარჯვება. რომის იმპერიის გამოსვლა გერმანიიდან. | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ტევტობურგის ტყის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ძველი გერმანული ტომების ალიანსი ჩაუსაფრდა, თავს დაესხა და გაანადგურა რომის იმპერიის სამი ლეგიონი (XVII, XVIII და XIX ლეგიონები) და კავალერია, პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის მეთაურობით. ანტი-რომაულ ალიანსს ხელმძღვანელობდა არმინიუსი, ახალგაზრდა გერმანელი, რომელსაც რომის იმპერიის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, ასევე მიღებული ჰქონდა რომაული სამხედრო განათლება. ამგვარად მან შეძლო რომაელი მეთაურის მოტყუება და რომაული არმიის ტაქტიკური რეაგირების წინასწარ განჭვრეტა.
ამ მარცხის შემდეგ, რომის იმპერიამ გერმანელთა წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული კამპანია განახორციელა, რომაულმა არმიამ წლების მანძილზე აწარმოა რეიდები, თუმცა რომის იმპერიას მდინარე რაინის აღმოსავლეთით გერმანული ტერიტორიების დაპყრობა აღარასდროს უცდია. ტევტობურგის ტყეში გერმანელთა მიერ რომაული ლეგიონების დამარცხებამ, მომდევნო წლებში როგორც ძველი გერმანელების, ისე რომის იმპერიის ისტორიაზე დიდი ზეგავნელა იქონია. თანამედროვე ისტორიკოსები არმინიუსის გამარჯვებას განიხილავენ, როგორც „რომის უდიდეს დამარცხებას“[3], ეს ბრძოლა კი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლად არის მიჩნეული[4][5][6][7][8][9].