ტიგროსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიგროსი, ტიგრი — მდინარე თურქეთსა და ერაყში (ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნებისა და სირიის საზღვარზე). სიგრძე დაახლოებით 1900 კმ, აუზის ფართობი 375,000 კმ2. სათავე აქვს აღმოსავლეთ ტავრში. კვეთს ჯეზირეს პლატოსა და მესოპოტამიის დაბლობის დიდ ნაწილს. დაახლოებით ქალაქ ელ-კურნასთან (ერაყი) უერთდება მდინარე ევფრატს და მდინარე შატ-ელ-არაბის სახელწოდებით ერთვის სპარსეთის ყურეს. მდინარე ტიგროსის ძველი სახელწოდებაა იდიგნა[1].
სწრაფი ფაქტები ტიგროსი, ქვეყანა ...
ტიგროსი | |
---|---|
ტიგროსი ბაღდადში | |
ქვეყანა | თურქეთი, სირია, ერაყი |
სათავე | აღმოსავლეთი თურქეთი |
სიგრძე | 1900 კმ |
აუზის ფართობი | 375 000 კმ² |
ტიგროსი ვიკისაწყობში |
დახურვა