ფარერის კუნძულების დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია ფარერის კუნძულების დემოგრაფიული მახასიათებლები, მათ შორის მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკურობა და ა. შ.
მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთნიკურად ფარერელია, სკანდინავიური წარმოშობით. ეთნიკურად ფარერელები, გენეტიკური თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე ერთგვაროვანი ჯგუფია.
ბოლო დროს ჩატარებული დნმ-ის ანალიზებმა ცხადყო, რომ მამაკაცთა 87% სკანდინავიური წარმოშობისაა,[1] ქალების 84% კი ირლანდიურ-შოტლანდიური.[2]
ფარერის კუნძულების 48 000 მოსახლიდან 98% დანიის სამეფოს მოქალაქეა. 91,7% დაბადებულია ფარერის კუნძულებზე, 5,8% დანიაში და 0,3% გრენლანდიაში. უცხოელთა უმსხვილესი ჯგუფია ისლანდიელები, მოსახლეობის 0,4%. მათ მოსდევს ნორვეგიელები და პოლონელები 0,2%. თუმცა, ფარერის კუნძულებზე სულ 77 სხვადასხვა ეროვნების ხალხი სახლობს.
მთელს ქვეყანაში პირველადი ენაა ფარერული, რომელიც უმცირესი ენაა გერმანიკულ ენებს შორის. ყველაზე უფრო ახლოსაა ისლანდიურთან და ძველ ნორვეგიულთან.