ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდი — ელემენტთა პერიოდული სისტემის, 32 ქიმიური ელემენტისაგან (ცეზიუმი — რადონი ) შემდგარი რიგით მეექვსე პერიოდი. მეექვსე პერიოდი, გარდა Cs, Ba და La-ისა, მოიცავს 14 ელემენტისაგან შედგენილ ლანთანოიდების ოჯახს და გარდამავალი ელემენტების მწკრივის წევრებს.