ქირონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქირონი (ძვ. ბერძნ. Χείρων) — ძველ ბერძნულ თესალიურ მითოლოგიაში[1] — კენტავრი, კრონოსისა და ფილირას შვილი[2], თავიდანვე უკვდავი. ჰესიოდეს მიაკუთვნებდნენ პოემას „ქირონის შეგონებანი“[3]. მისი ცოლი იყო ქარიკლო, ხოლო ქალიშვილი გიპა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქირონი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სხვა დანარჩენ კენტავრებთან შედარებით, რომლებიც იყვნენ შფოთიანები, სმის მოყვარულნი და ადამიანისადმი მტრულად განწყობილნი, ქირონი იყო კეთილი და ბრძენი. ის ცხოვრობდა პელიონის მთაზე. იყო აპოლონისა და არტემოდეს მოსწავლე. თავის მხრივ, იყო ბევრი გმირის მასწავლებელი — იასონის (რომლის მოგზაურობისათვის დაამზადა პირველი ზეციური გლობუსი), ასევე დიოსკურების, აქილევსის[4] (რომელიც ითვლებოდა მის შთამომავლად), რომელსაც ლომის ხორცით კვებავდა, შესაძლებელია, ორფეოსის და სხვების. ასკლეპიოსს ასწავლიდა მედიცინის ხელოვნებას.[5] დიონისეს ახლდა ინდოეთში.[6] აჩუქა პელევსს იფანის შუბი.[7]
იყო ჰერაკლეს მეგობარი. სიყვარულით შეპყრობილი, მასთან მივიდა ჰერაკლე და ცხოვრობდა გამოქვაბულში[8]. შემთხვევით იყო სასიკვდილოდ დაჭრილი ჰერაკლეს მიერ მოწამლული ისრით.[9] საშინელი წვალების შემდეგ, უარი თქვა თავის უკვდავებაზე და გადასცა ის პრომეთეს. მოთავსებულ იქნა ზეცაზე კენტავრის თანავარსკვლავედის ან[10] მშვილდოსნის თანავარსკვლავედის სახით.