ყირგიზეთის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ყირგიზეთის დროშა — ყირგიზეთის სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიღებულია 1992 წლის 3 მარტს ჟოგორკუ-კენეშის მიერ.[1][2] დროშა წარმოადგენს წითელ ფონზე გამოსახულ ყვითელ მზეს თანაბრად განაწილებული 40 სხივით.[3] მისი პროპორციებია 3:5.[2] დროშის წინა მხარეს მზის სხივები განლაგებულია საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, უკანა მხარეს კი — საათის ისრის მიმართულებით.[4] მზის ცენტრში ორი სამხაზიანი ზოლით გადაკვეთილი წითელი წრეა გამოსახული, რომელიც წარმოადგენს სტილიზებულად განასახიერებს ტუნდუკს ან ტრადიციული ყირგიზული იურტის გვირგვინს, სიმბოლო, რომელიც, ასევე, ეროვნულ გერბზეცაა გამოსახული და მეორდება ყირგიზული არქიტექტურის მრავალ სფეროში.[3]
ყირგიზეთის დროშა | |
---|---|
ყირგიზეთი | |
მიღებულია | 3 მარტი, 1992 |
პროპორცია | 3:5 |
კომპიუტერული დიზაინი |
წითელ ფონზე გამოსახულია ყვითელი მზე 40 თანაბრად განაწილებული სხივით. მზეს კვეთს ორი სამხაზიანი ზოლი. |
წინა დროშები | |
საპრეზიდენტო სტანდარტი | |
პროპორცია | 3:5 |
დამოუკიდებელი ყირგიზეთის დროშა მისი სსრკ-საგან გამოყოფიდან ამჟამინდელი დროშის დამტკიცებამდე პერიოდში. |
დროშის წითელი ფონი განასახიერებს სიმამაცესა და ვაჟკაცობას, მზე — მშვიდობასა და კეთილდღეობას, ხოლო ტუნდუკი — მშობლიურ სახლს, ან, უფრო ფართო მნიშვნელობით — სამყაროს.[1][4] პოპულარული ინტერპრეტაციით,[5] მზის 40 სხივი განასახიერებს 40 ყირგიზულ ტომს, რომლებიც მონღოლთა წინააღმდეგ ლეგენდარულმა გმირმა — მანასმა გააერთიანა.[4]
დროშა 1992 წლის 3 მარტს ყირგიზეთის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა და ამ დროისთვის, იგი ერთ-ერთ უახლეს დროშას წარმოადგენს მსოფლიოში.[1][2]