შირვანშაჰი
From Wikipedia, the free encyclopedia
შირვანშაჰი — შირვანის[1] მმართველთა წოდება შუა საუკუნეებში. პირველი მმართველები ამ წოდებით იხსენიებიან სასანიანების ირანის დროს. შირვანშაჰების იაზიდოდთა საგვარეულო (861-1382) სათავეს იღებს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მმართველ არაბ სამხედრო მოხელეთაგან: XI საუკუნიდან გვარის „საძველების“ მიზნით ისინი თავიანთ წარმოშობას სასანიანებს უკავშირებენ (იაზიდიდები, ქესრანიდები). ამით ენათესავება შირვანშაჰის საგვარეულო შტო — დერბანდი (1382-1538).