ჩეტ ატკინსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩესტერ ბარტონ ატკინსი (დ. 20 ივნისი, 1924 — გ. 30 ივნისი, 2001) — ამერიკელი გიტარისტი და მუსიკალური პროდიუსერი, რომელმაც ოუენ ბრედლისთან ერთად შექმნა ქანთრის პოლირებული სტილი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ნეშვილ საუნდი, რამაც ქანთრის დააახლოვა პოპ მუსიკასთან და მეტი პოპულარობა შესძინა მას.
ჩეტ ატკინსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჩესტერ ბარტონ ატკინსი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | მისტერ გიტარა |
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1924 |
დაბ. ადგილი | ლუტრელი, ტენესი, აშშ |
გარდ. თარიღი | 30 ივნისი, 2001 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | ნეშვილი, ტენესი, აშშ |
დასაფლავებულია | Harpeth Hills Memory Gardens[1] |
ჟანრ(ებ)ი | ქანთრი, კლასიკური მუსიკა, ხალხური მუსიკა, დასავლური სვინგი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ტექსტების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვიოლინო |
აქტიური | 1942–1996 |
ლეიბლ(ებ)ი | RCA, Columbia |
საიტი | misterguitar.com |
ჩეტ ატკინსი ვიკისაწყობში |
მისმა საშემსრულებლო ტექნიკამ, რომელიც მერლ ტრევისის, ჯანგო რენჰარდტის, ჯორჯ ბარნსის, ლეს პოლისა და მეიბელ კარტერის გავლენით ჩამოყალიბდა, ჩეტს მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა, როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის გარეთ. ატკინსის პრიოდუსერობით შეიქმნა პერი კომოს, ელვის პრესლის, ედი არნოლდის, დონ გიბონსის, ჯიმ რივესის, ჯერი რიდის, კიტერი დეივისის, კონი სმიტის, ვეილონ ჯენინგსისა და სხვათა ჩანაწერები.
მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად ჩეტ ატკინსს მიღებული აქვს: 14 გრემი, 9 CMA-ს წლის ინსტრუმენტალისტის ჯილდო და გრემის ჯილდო ცხოვრების მთავარი მიღწევისთვის. იგი შეყვანილია როგორც როკ-ენ-როლისა და ქანთრის, ისე მუსიკოსთა დიდების დარბაზში