ჩილე
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩილე, ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile; მაპუდ. Gulumapu) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს.[5] ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.
ჩილეს რესპუბლიკა República de Chile ჩილე |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Por la razón o la fuerza | ||||||
ჰიმნი: ჩილეს სახელმწიფო ჰიმნი
(ესპანური) |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სანტიაგო 33°26′ ს. გ. 70°40′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სებასტიან პინიერა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 756 950 კმ2 (38-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1,07 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 16 572 475[1] (მე-62) | ||||
- | 2012 აღწერა | 16 572 475[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 23 კაცი/კმ2 (194-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $299 786 მილიარდი[2][3] (43-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $17,380[2][3][4] (55-ე) | ||||
აგი (2005) | 0,805 (ძალიან მაღალი) (მე-44) | |||||
ვალუტა | პესო (CLP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC-03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | CHL | |||||
Internet TLD | .cl | |||||
სატელეფონო კოდი | 56 |
განსხვავებული კონტური — 4 300 სიგრძე და საშუალოდ 175 კმ სიგანე ჩილეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გრძელ ქვეყნად აქცევს სიგრძე–სიგანის მაჩვენებლების მიხედვით. სანაპირო ზოლი 7 800 კმ–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩილე მსოფლიოში მე–6 ქვეყანაა. ჩრდილოეთით არსებული უდაბნოები შეიცავს დიდი რაოდენობის მინერალურ რესურსებს, ძირითადად სპილენძს. შედარებით მცირე ცენტრალური ნაწილი დომინირებს მოსახლეობის რაოდენობისა და სასოფლო–სამეურნეო რესურსების თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ნაწილი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, საიდანაც მოხდა ჩილეს ექსპანსია XIX საუკუნეში, როდესაც მან ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონები შემოიერთა. სამხრეთი ჩილე მდიდარია ტყეებითა და საძოვრებით, წარმოდგენილია მთელი რიგი ტბები და ვულკანები. სამხრეთი სანაპირო ზოლი ფიორდების, ყურეების, სრუტეების, ნახევარკუნძულებისა და კუნძულების ლაბირინთია.[6]
XVI საუკუნეში ესპანელთა მოსვლამდე, ჩრდილოეთი და ცენტრალური ჩილე ინკების მმართველობის ქვეშ იყო, სამხრეთ–ცენტრალურ ნაწილში კი თავისუფალი მაპუჩეს ხალხი სახლობდა. 1818 წლის 12 თებერვალს ჩილემ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ომში (1879–83) ჩილემ დაამარცხა ბოლივია და პერუ და დაიკავა მისი ამჟამინდელი ჩრდილოეთი ტერიტორია. მაპუჩეს ხალხის სრული დამორჩილება ჩილემ მხოლოდ 1880–იან წლებში მოახერხა.[7] ქვეყანამ გადაიტანა 16½ წლიანი სამხედრო დიქტატურის პერიოდი (1973–1990), რა დროსაც ემსხვერპლა ან დაიკარგა 3 000–ზე მეტი ადამიანი.[8]
დღეისათვის, ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანაა;[8] აღიარებულია საშუალო ძალაუფლებად[9] და დამწყებ ეკონომიკად. ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ლიდერობს ადამიანური განვითარების, კონკურენტუნარიანობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის, გლობალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების და კორუფციის დაბალი მონაცემების თვალსაზრისით.[10] იგი რეგიონში ასევე ლიდერია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და გლობალური მშვიდობის ინდექსის მხრივ. მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც ამას ჯინის ინდექსი აჩვენებს.[11] 2010 წლის მაისში, ჩილე პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შეუერთდა.[12] ჩილე დამფუძნებელი წევრია გაეროსი, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის და ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების საზოგადოებისა.