ჯონ ჰიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ჰიუმი (დ. 18 იანვარი, 1937 — გ. 3 აგვისტო, 2020) — ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსი. სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი წევრი და 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში დევიდ ტრიმბლთან ერთად.
ჯონ ჰიუმი | |
---|---|
ინგლ. John Hume | |
დაბადების თარიღი | 18 იანვარი, 1937(1937-01-18)[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Derry[5] |
გარდაცვალების თარიღი | 3 აგვისტო, 2020(2020-08-03)[6] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Derry[6] |
მოქალაქეობა |
ირლანდიის რესპუბლიკა ჩრდილოეთი ირლანდია |
განათლება | St Columb's College |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[7] [8] , Seán MacBride Peace Prize, წმინდა გრიგორი დიდის ორდენის კომანდორი, განდის მშვიდობის პრემია, Four Freedoms Award – Freedom of Speech, რენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Peace Prize of Hesse, ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, honorary citizen of Palermo, honorary doctorate of Trinity College, Dublin[9] და საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი |
იყო სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის მეორე ლიდერი 1979 წლიდან 2001 წლამდე. მსახურობდა ევროპარლამენტის წევრად და იყო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის წევრი.
იგი ითვლება ირლანდიის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად და ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის ერთ – ერთ არქიტექტორად. ნობელის პრემიასთან ერთად ის ასევე არის განდის მშვიდობის პრემიის და მარტინ ლუთერ კინგის პრემიის, სამი ძირითადი სამშვიდობო ჯილდოს ერთადერთი მფლობელი. 2010 წელს ირლანდიის ნაციონალურმა მაუწყებლმა ჩაატარა გამოკითხვა „უდიდეს ირლანდიელის“ გამოსავლენად და შედეგების მიხედვით, ჯონ ჰიუმი დასახელდა უდიდეს ირლანდიელად ირლანდიის ისტორიაში.[10] 2012 წელს პაპმა ბენედიქტე XVI -მ ჰიუმს წმინდა გრიგოლ დიდის პაპის ორდენის რაინდი სარდალის წოდება მიანიჭა.[11]