დიდიე დროგბა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდიე ივ დროგბა ტებილი (ფრანგ. Didier Yves Drogba Tébily; დ. 11 მარტი, 1978, აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „მონრეალ იმპაქტის“ თავდამსხმელი და კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. გოლების საერთო რაოდენობით დროგბა „ჩელსიში“ მე-4 ადგილზეა. ის პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელსაც 100 გოლი აქ გატანილი პრემიერ ლიგაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიდიე ივ დროგბა ტებილი | ||
დაბადების თარიღი | 11 მარტი, 1978 (1978-03-11) (46 წლის) | ||
დაბადების ადგილი | აბიჯანი, კოტ-დ’ივუარი | ||
სიმაღლე | 188 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მონრეალ იმპაქტი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1989–1991 | აბვილი | ||
1991–1993 | ვანი | ||
1993–1997 | ლევალოისი | ||
1997–1998 | ლე-მანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2002 | ლე-მანი | 64 | (12) |
2002–2003 | გენგამი | 45 | (20) |
2003–2004 | მარსელი | 35 | (19) |
2004–2012 | ჩელსი | 226 | (100) |
2012–2013 | შანხაი შენხუა | 11 | (8) |
2013-2014 | გალათასარაი | 37 | (15) |
2014-2015 | ჩელსი | 28 | (4) |
2015- | მონრეალ იმპაქტი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002- | კოტ-დ’ივუარი | 104 | (65) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივლისი, 2015 |
ბავშვობაში დროგბა საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში. მან თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო კლუბ ლევალუაში. შემდეგ თამაშობდა ლე-მანში, სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიოზიონში. 21 წლის ასაკში მან პირველად გააფორმა პროფესიული კონტრაქტი. 2002-2003 წლის სეზონზე დროგბამ 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა, შემდეგ უკვე ის გადავიდა კლუბ გენგამში. ამავე სეზონში იგი პირველად გამოვიდა კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში. 2003 წელს დროგბა 3,3 მლნ ფუნტად შეიძინა კლუბმა მარსელმა.
2004 წელს ჩელსიმ დროგბა 24 მლნ ფუნტად შეიძინა, ამით ის კოტ-დ’ივუარის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 2005 წელს დროგბამ შეძლო და თავის გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო. მომდევნო წელს ისევ მოიგო დროგბამ ინგლისის პრემიერ ლიგა და თან ის კოტ-დ’ივუარის ნაკრების კაპიტანი გახდა. ამავე წელს დროგბამ კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი. 2007 და 2010 წლებში დროგბა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მას გადაეცა ოქროს ბუცი.
დროგბას მეუღლე არის მალელი, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.