ნატალი კლიფორდ ბარნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნატალი კლიფორდ ბარნი (დ. 31 ოქტომბერი, 1876 – გ. 2 თებერვალი, 1972) — ამერიკელი სცენარისტი, პოეტი და ნოველისტი. რომელიც პარიზსი ცხოვრობდა როგორც ექსპატრიატი.
ნატალი კლიფორდ ბარნი | |
---|---|
ინგლ. Natalie Clifford Barney | |
დაბადების თარიღი | 31 ოქტომბერი, 1876(1876-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | დეიტონი |
გარდაცვალების თარიღი | 2 თებერვალი, 1972(1972-02-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (95 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზის I რაიონი, საფრანგეთი |
დასაფლავებულია | პასის სასაფლაო |
საქმიანობა | დრამატურგი[9] , პოეტი[10] [9] , მწერალი[10] [9] , სალიტერატურო სალონის მფლობელი[10] და რომანისტი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
Magnum opus | Quelques Portraits-Sonnets de Femmes |
მეუღლე | დოროთი უაილდი[11] , ოლივ კუსტანსი[11] , რენე ვივიენი[11] და Élisabeth de Gramont[11] |
პარტნიორ(ებ)ი | რომეინ ბრუქსი[10] [11] |
ხელმოწერა | |
ნატალის სალონი მდებარეობდა პარიზში სენას მარცხენა სანაპიროზე rue Jacob-ზე,[12] სადაც სამოცი წლის განმავლობაში მასპინძლობდა მწერლებს და მხატვრებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის ფრანგული ლიტერატურის ლიდერებს, ამერიკული და ინგლისური მოდერნიზმის დაკარგული თაობას წარმომადგენლებს. ის ცდილობდა ქალებში მწერლობის პოპულარიზაციას და მხოლოდ მამკაცებით დაკომპლექტებული საფრანგეთის აკადემიის საპირისპიროდ ჩამოაყალიბა "ქალების აკადემია" (L'Académie des Femmes). ამსთან ის ასევე ეხმარებოდა და ინსპირაციას აძლევდა მამაკაც მწერლებს რემი დე გურმონიდან დაწყებული ტრუმენ კაპოტეთი დასრულებული.[13]
1900-იან წლებში საკუთარი სახელით გამოსცა ქალებისთვის მიძღვნილი სასიყვარულო პოემები, რაც სკანდალის საბაბი გახდა. მისი სიტყვებით ეს მამაკაცების ყურადღებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო საშუალება იყო.[14] ის წერდა როგორც ინგლისურად ასევე ფრანგულად. საკთარ ნაშრომებში ის მხარს უჭერდა ფემინიზმს და პაციფიზმს. მონოგამიის წინააღმდეგი იყო და პარალელური ქონდა მოკლე და გრძელ ვადიანი ურთიერთობები. მათ შორის პოეტ რენე ვივიენთან, მოცეკვავე არმენ ოჰანიანთან და 50 წლიანი ურთიერთობა მხატვარ რომეინ ბრუკსთან. მისი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები ბევრი სხვა ნოველისტის ინსპირაციის წყარო გახდა, მათ შორის ფრანგული ბესტ-სელერი Idylle Saphique-ის და რედკლიფ ჰოლის The Well of Loneliness-ის (მარტოობის ჭა).[15]