ნირვანა (ჯგუფი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ნირვანა (Nirvana) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი, კურტ კობეინის და კრისტ ნოვოსელიჩის მიერ. ჯგუფში რამდენიმე დრამერი შეიცვალა და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასში დეივ გროლი უკრავდა, რომელიც 1990 წელს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ნირვანამ შვიდწლიანი არსებობისას მხოლოდ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა, იგი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ გავლენიან და მნიშვნელოვან როკ-ჯგუფად.
ტერმინს „ნირვანა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნირვანა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ნირვანა | |
---|---|
ნირვანა სცენაზე, 1992 წლის ფოტო, მარცხნიდან მარჯვნივ, კრისტ ნოვოსელიჩი და კურტ კობეინი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | აბერდინი, ვაშინგტონი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1987–1994 |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ყოფილი წევრები |
|
საიტი | nirvana.com |
ნირვანა ვიკისაწყობში |
ნირვანა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სიეტლის გრანჟული სცენის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, როდესაც დამოუკიდებელ ლეიბლ Sub Pop-ზე 1989 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Bleach. შემდგომში ჯგუფმა ჩამოაყალიბა ჟღერადობა, აგებული დინამიურ კონტრასტებზე, მშვიდად ნამღერ სტროფებსა და ხმამაღალ მისამღერებზე. DGC Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მას მოულოდნელი წარმატება ეწვია სიმღერით „Smells Like Teen Spirit“, პირველი სინგლით 1991 წლის Nevermind-იდან. მოულოდნელმა წარმატებამ ალტერნატიული როკის პოპულარობის მატება გამოიწვია, ხოლო ჯგუფის ლიდერ კობეინს მედიაში „თაობის წარმომადგენელს“ უწოდებდნენ. ნირვანას ამასთან, თაობა იქსის სიმბოლოდ თვლიდნენ.[1] პასუხად ამაზე, მესამე ალბომი, In Utero (1993), შეიცავდა დაუმუშავებელ, ნაკლებად მეინსტრიმულ ჟღერადობას და დააფიქრა ჯგუფის მსმენელები. მისი ასლების გაყიდულმა რაოდენობამ წინა ალბომის წარმატება ვერ გაიმეორა, მაგრამ კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული.
ნირვანას არსებობა შეწყდა კურტ კობეინის გარდაცვალებასთან ერთად, 1994 წელს, მაგრამ მას შემდეგ გამოვიდა რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც შეადგინეს ნოვოსელიჩმა, გროლმა და კორტნი ლავმა, კობეინის ქვრივმა. თავისი დებიუტიდან მოყოლებული, ნირვანამ მხოლოდ აშშ-ში 25 მილიონზე მეტი, ხოლო მსოფლიოში - 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად.[2][3] 2014 წელს იგი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.