პადინგტონი 2
From Wikipedia, the free encyclopedia
პადინგტონი 2 (ინგლ. Paddington 2) — 2017 წლის მოქმედებითი ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია პოლ კინგი, სცენარის ავტორები კი - კინგი და სიმონ ფარნაბი. ფილმი შექმნილია მაიკლ ბონდის (რომელსაც ფილმიც ეძღვნება, ის იმ წელს გარდაიცვალა) დათვი პადინგტონის ისტორიებზე დაყრდნობით. ეს არის პადინგტონის გაგრძელება (2014) და წარმოებულია Heyday Films-ისა და StudioCanal UK-ის თანაწარმოებით. ფილმში, ბენ უიშაუ ასხმოვანებს პადინგტონს, ხოლო სხვა მსახიობებს შორისაა: ჰიუ ბონევილი, სალი ჰოუკინსი, ბრენდან გლისონი, ჯული უოლტერსი, ჯიმ ბროდბენტი, პიტერ კაპალდი და ჰიუ გრანტი. ფილმში პედინგტონი ცდილობს საჩუქარი უყიდოს დედას დაბადების დღისთვის, მაგრამ მას ქურდობისთვის დაიჭერენ. მისი ოჯახი ცდილობს ნამდვილი დამნაშავის პოვნას და პადინგტონის უდანაშაულობის დამტკიცებას.
„პადინგტონი 2“ | |
---|---|
ინგლ. Paddington 2 | |
რეჟისორი | პოლ კინგი |
პროდიუსერი | დეივიდ ჰეიმენი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | დარიო მარიანელი |
მწარმოებელი კომპანია |
Heyday Films StudioCanal UK |
დისტრიბუტორი | StudioCanal |
გამოსვლის თარიღი |
5 ნოემბერი, 2017 (ლონდონი) 10 ნოემბერი, 2017 (გაერთიანებული სამეფო) 6 დეკემბერი, 2017 (საფრანგეთი) |
ხანგრძლივობა | 104 წუთი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 40 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 228 მილიონი აშშ დოლარი |
ძირითადი გადაღებები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ივნისში დასრულდა. ფილმი თეატრალურად გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში და 2017 წლის 6 დეკემბერს საფრანგეთში და მსოფლიოს მასშტაბით 227 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ფილმმა მოწონება დაიმსახურა Metacritic–ზე, ხოლო Rotten Tomatoes– ზე მისიშეფასება 100%-ის ტოლია 243 პოზიტიური შეფასებაზე დაყრდნობით. მან მიიღო ბრიტანეთის აკადემიის 71-ე ფილმების დაჯილდოების სამი ნომინაცია: გამოჩენილი ბრიტანული ფილმის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის (გრანტისთვის) კატეგორიებში.