პადინგტონი (ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
პადინგტონი (ინგლ. Paddington) — 2014 წლის მოქმედებითი ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია პოლ კინგი და პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი. ფილმი დაფუძნებულია მაიკლ ბონდის მიერ შექმნილი პერსონაჟის, დათვი პადინგტონის ისტორიაზე. ფილმში მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს ბენ უიშოუ, სხვა მსახიობებს შორისაა: ჰიუს ბონვილი, სალი ჰოუკინსი, ჯული უოლტერსი, ჯიმ ბროდბენტი, პიტერ კაპალდი და ნიკოლ კიდმანი. როლები ფილმი მოგვითხრობს სახელოვან პერსონაჟზე პადდინგტონზე, ანთროპომორფულ დათვზე, რომელიც პერუს ჯუნგლებიდან ლონდონის ქუჩებში აღმოჩნდება და მას ბრაუნების ოჯახი იშვილებს. კიდმანი ანსახიერებს პერსონაჟს, რომელსაც პადინგტონის დაჭერა სურს თავისი კოლექციისთვის.
„პადინგტონი“ | |
---|---|
ინგლ. Paddington | |
რეჟისორი | პოლ კინგი |
პროდიუსერი | დეივიდ ჰეიმენი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ნიკ ურატა |
მწარმოებელი კომპანია |
Heyday Films StudioCanal UK TF1 Films Production |
დისტრიბუტორი | StudioCanal |
გამოსვლის თარიღი |
24 ნოემბერი, 2014 (ლონდონი) 28 ნოემბერი, 2014 (გაერთიანებული სამეფო) 25 დეკემბერი, 2014 (საფრანგეთი) 16 იანვარი, 2015 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 95 წუთი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
38,5 მილიონი ევრო 65 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 282.8 მილიონი აშშ დოლარი |
ბრიტანული და ფრანგული[1] ფილმი წარმოებულია StudioCanal UK-ის, TF1 Films Production-ის და Heyday Films-ის საშუალებით. ძირითადი გადაღებები დაიწყო 2013 წლის სექტემბერში და დასრულდა 2014 წლის ივნისში. თავდაპირველად კოლინ ფირტი აპირებდა პედინგტონის როლის შესრულებას, მაგრამ ის უიშაუმ ჩაანაცვლა.
ფილმი გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 2014 წლის 28 ნოემბერს. ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 268 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ფილმის თავდაპირველი ბიუჯეტი 38,5 მილიონ ევროს (55 აშშ დოლარი) შეადგენდა. ფილმმა მიიღო ორი ნომინაცია ბრიტანეთის აკადემიის კინოს პრემიაზე : საუკეთესო ბრიტანული ფილმისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში. ფილმის გაგრძელება, სახელწოდებით პადინგტონი 2, გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს, სადაც კინგი კვლავ სცენარისტისა და რეჟისორის ადგილზე დაბრუნდა.