ბარაკ ობამა
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგლ. Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი-დემოკრატი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009–2017 წლებში. პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტობამდე, წარმოადგენდა ილინოისის შტატს აშშ-ის სენატში 2005–2008 წლებში.
ბარაკ ობამა Barack Obama | |
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 2009 – 20 იანვარი, 2017 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯო ბაიდენი |
წინამორბედი | ჯორჯ უოკერ ბუში |
მემკვიდრე | დონალდ ტრამპი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2005 – 16 ნოემბერი, 2008 | |
წინამორბედი | პიტერ ფიცჯერალდი |
მემკვიდრე | როლანდ ბურისი |
ილინოისის სენატის წევრი მე-13 ოლქიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 იანვარი, 1997 – 4 ნოემბერი, 2004 | |
წინამორბედი | ალის პალმერი |
მემკვიდრე | ქუამ რაოული |
დაბადებული | 4 აგვისტო, 1961 ჰონოლულუ, ჰავაი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | მიშელ ობამა |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | პროტესტანტი |
ჯილდოები | ნობელის მშვიდობის პრემია, 2009 |
ხელმოწერა |
ობამა დაიბადა ქალაქ ჰონოლულუში, ჰავაის შტატში. 1983 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მუშაობდა ჩიკაგოში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დამცველად. 1988 წელს, ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო გაზეთ „Harvard Law Review“-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ, გახდა სამოქალაქო უფლებების დამცველი ადვოკატი, ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კონსტიტუციურ კანონებს. წარმოადგენდა მე-13 ოლქს შტატ ილინოისის სენატში 1997–2004 წლებში, სანამ აირჩევდნენ აშშ-ის სენატში. მიიღო მთელი ქვეყნის ყურადღება 2004 წლის მარტში პრაიმერის გამარჯვების შემდეგ, კვლავ მიიქცია ყურადრება 2004 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კონვენციაზე გამოსვლით და ნოემბერში არჩევნებში გამარჯვებით. 2008 წელს, გახდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც ერთწლიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ პრაიმერში დაამარცხა ჰილარი კლინტონი. ნოემბერში, უკან ჩამოიტოვა რესპუბლიკელთა კანდიდატი ჯონ სიდნი მაკ-კეინი და აირჩა აშშ-ს პრეზიდენტად; მისი ინაუგურაცია ჩატარდა 2009 წლის 20 იანვარს. ცხრა თვის შემდეგ, დასახელდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად.
თანამდებობაზე ყოფნის პირველი ორი წლის განმავლობაში, ობამა ხელი მოაწერა არაერთ მნიშვნელოვან კანონპროექტს: პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის (ხშირად მოხსენიებული როგორც „Obamacare“ ან „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“), დოდ–ფრენკის უოლ სტრიტის რეფორმის და მომხმარებელთა დაცვის აქტებს და მხარი დაუჭირა Don't Ask, Don't Tell-ის პოლიტიკის გაუქმებას. ხელი მოაწერა ამერიკის გამოჯანმრთელებისა და რეინვესტირების, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აქტს, უმუშევრობის დაზღვევის რეავტორიზაციას და სამუშაო ადგილების შექმნის 2010 წლის აქტს. ეროვნული ვალის ლიმიტებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ხელი მოაწერა ბიუჯეტის კონტროლის და ამერიკელ გადასახადების გადამხდელთა ტვირთის შემსუბუქების აქტებს. საგარეო პოლიტიკაში, გაზარდა ამერიკული კონტიგენტი ავღანეთში, რუსეთთან ერთად შეამცირა ბირთვული იარაღის რაოდენობა და გამოიყვანა ამერიკული ჯარი ერაყიდან. ამასთან ერთად, გასცა ლიბიის მმართველის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩატარების ბრძანება. მისივე ბრძანებებით ჩატარდა სამხედრო ოპერაციები, რომელთა შედეგადაც შედგა ოსამა ბინ ლადენის და ალ-ქაიდას სასარგებლოდ ოპერატიულ მუშაობაში ანვარ ალ-ავლაკის ლიკვიდაცია.
ობამამ მინაწილეობა მიიღო 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, დაამარცხა რესპუბლიკელთა კანდიდატი მიტ რომნი; მისი მეორე ინაუგურაცია შედგა 2013 წლის 20 იანვარს. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, ობამა აქტიურად ცდილობდა ლგბტ-საზოგადოების უფლებების დაცვას. მისი ადმინისტრაცია ურჩევდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, არაკონსტიტუციურად ეცნო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. უზენაესმა სასამართლომ ობერგფელისა და ჰოდჯის საქმის განხილვის შემდეგ, არაკონსტიტუციურად ცნო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. ობამა მხარს უჭერდა ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლს სენდი ჰუქის სკოლაში სროლის საპასუხოდ. ობამამ აგრეთვე გამოსცა რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება, რომლებიც ძირითადად ეხებოდა კლიმატის ცვლილებასა და იმიგრაციას. საგარეო პოლიტიკაში, ობამამ კვლავ გასცა ერაყში სამხედროების დისლოცირების ბრძანება, განაგრძო ავღანეთში აშშ-ის ოპერაციების დასრულების პროცესი, მონაწილეობა მიიღო პარიზის შეთანხმების შექმნა-გავრცელებაში, წამოაყენა ყირიმსა და უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ინიციატივა, მოახდინა კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. მისი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გაუმჯობესდა.[1]
მის პრეზიდენტობას ისტორიკოსები და საზოგადოება ძირითადად დადებითად აფასებენ. ობამამ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა 2017 წლის 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და ამჟამად ცხოვრობს აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონიში.[2][3] 2018 წლის დეკემბერში, „Gallup“-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ობამა 11 წლის განმავლობაში ამერიკაში ყველაზე აღტაცებული მამაკაცი იყო.[4]