თეირანი-43
From Wikipedia, the free encyclopedia
„თეირანი-43“ (რუს. Тегеран-43) — კინოსტუდიების „მოსფილმის“, „Mediterranee Cinema“-ს და „Pro Dis Film“-ის ერთობლივი ნამუშევარი. რეჟისორები — ალექსანდე ალოვი და ვლადიმერ ნაუმოვი.[1]
„„თეირანი-43““ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | ალექსანდრე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი |
როლებში |
ალენ დელონი, იგორ კოსტალევსკი არმენ ჯიგარხანიანი |
კომპოზიტორი | ჟორჟ გარვარენცი |
სტუდია | „მოსფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1980 |
ხანგრძლივობა | 144 წუთი |
ქვეყანა |
საფრანგეთი სსრკ შვეიცარია |
ფილმი 1980 წელს გამოვიდა საბჭოთა კინოთეატრების ეკრანებზე. ეს იყო სსრკ, საფრანგეთისა და შვეიცარიის ერთობლივი ნამუშევარი. ფილმში მოქმედება ხდება მოსკოვში, პარიზსა და თეირანში პარალელურად დროის ორ განზომილებაში: 1943 წ. და 70-იან წლებში. თეირანში მოქმედებების გადასაღებად ბაქო გადაიქცა ირანის დედაქალაქად. გადაღებები მიმდინარეობდა იჩერი-შეჰერში და აფშერონზე — კალას სასაფლაოზე. გადაღებებში გამოყენებულია ასევე განი მამედოვის სახლი.
ფილმში აჟღერებული სიმღერა „Une vie d’amour“ („მარადიული სიყვარული“) შარლ აზნავურის შესრულებით, შემდეგში მსოფლიო ჰიტად იქცა. გავრცელდა ასევე სიმღერის რუსული ვარიანტიც.