იანვარი
წლის პირველი თვე იულიუსის და გრიგოლიანურ კალენდრებში / From Wikipedia, the free encyclopedia
იანვარი (ლათ. Ianuarius) — გრიგორიანული კალენდრის პირველი თვე. იანვარში 31 დღეა.
სწრაფი ფაქტები
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
დახურვა
ასე უწოდეს მას იანუსის, შესასვლელთა და გამოსასვლელთა, ყოველგვარი საწყისის რომაული ღმერთის მიხედვით. იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. რადგან, ტრადიციულად, კონსულებს იანვარში ირჩევდნენ, ეს თვე გახდა წლის პირველი თვე, შეცვალა ამ მიმართებით მარტი. იანვრის ძველქართული სახელწოდებაა აპანი, აპნისი.
- იანვარი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
- იანვრის ზოდიაქოს ნიშნებია თხის რქა და მერწყული.
- იანვარი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ოქტომბერი, გარდა ნაკიანი წლისა, როდესაც იგი იწყება იმავე დღეს, როგორც აპრილი და ივლისი.