ივლისი
წლის მეშვიდე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში / From Wikipedia, the free encyclopedia
ივლისი (ლათ. Julius) — გრიგორიანული კალენდრის მეშვიდე თვე. ივლისში 31 დღეა.
სწრაფი ფაქტები
<< | ივლისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
დახურვა
სახელი ეწოდა იულიუს კეისრის მიხედვით, რომელიც ამ თვეში იყო დაბადებული; ადრე მას ერქვა Quintilis, „მეხუთე“. ივლისის ძველი წარმართული კალენდრით — თიბისა, ხალხური სახელწოდებანია მკათათვე და კვირიკობისთვე. სულხან-საბას მიხედვით ადრე ავი და კვინტოლიონიც ეწოდებოდა.
ივლისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
ივლისის ზოდიაქოს ნიშნებია კირჩხიბი და ლომი.
ივლისი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც აპრილი ჩვეულებრივ წლებში, და იანვარი — ნაკიან წელში.