ივნისი
წლის მეექვსე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში / From Wikipedia, the free encyclopedia
ივნისი (ლათ. Junius) — გრიგორიანული კალენდრის მეექვსე თვე. ივნისში 30 დღეა.
სწრაფი ფაქტები
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
დახურვა
სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით — მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.
ივნისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.
ივნისის ზოდიაქოს ნიშნებია მარჩბივი და კირჩხიბი.
არც ერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.