მაიკლ ჯორდანი
ამერიკელი კალათბურთელი და ბიზნესმენი / From Wikipedia, the free encyclopedia
მაიკლ ჯეფრი ჯორდანი (ინგლ. Michael Jeffrey Jordan; ასევე ცნობილი ინიციალებით — MJ[3]; დ. 17 თებერვალი, 1963, ნიუ-იორკი) — ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, რომელიც ამჟამად შარლოტ ჰორნეტსის მთავარი მფლობელია. მაიკლ ჯორდანმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა 15 სეზონი, 1980-1990-იანი წლებში აქტიური როლი ითამაშა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პოპულარიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ასევე შეძლო ამ პერიოდის განმავლობაში ჩიკაგო ბულზის ისტორიაში 6 NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჯორდანი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვებ-მისამართზე აღწერილია: „ხმამაღალ განცხადებებზე დაყრდნობით, მაიკლ ჯორდანი ყველაზე დიდი მოთამაშე იყო ყველა დროის განმავლობაში“.
მაიკლ ჯორდანი | ||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაიკლ ჯორდანი 2014 წელს | ||||||||||||||||||||||||||||
შარლოტ ჰორნეტსი | ||||||||||||||||||||||||||||
მფლობელი | ||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||
დაიბადა |
17 თებერვალი, 1963 (1963-02-17) (61 წლის) ნიუ იორკი, აშშ | |||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ამერიკელი | |||||||||||||||||||||||||||
უმაღლესი სკოლა | ემსლი ა.ლეინის სახ. სკოლა (ვილმინგტონი, ჩრ. კაროლინა) | |||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 1,98 სმ | |||||||||||||||||||||||||||
წონა | 98 კგ | |||||||||||||||||||||||||||
კარიერა | ||||||||||||||||||||||||||||
კოლეჯი | Tar Heels, ჩრდილოეთ კაროლინა | |||||||||||||||||||||||||||
NBA-ის დრაფტი | 1984 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-3 | |||||||||||||||||||||||||||
არჩეული ჩიკაგო ბულზი | ||||||||||||||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 1984–2003 | |||||||||||||||||||||||||||
ლიგა | NBA | |||||||||||||||||||||||||||
კარიერის ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||
1984-1993 | ჩიკაგო ბულზი | |||||||||||||||||||||||||||
1995-1998 | ჩიკაგო ბულზი | |||||||||||||||||||||||||||
2001-2003 | ვაშინგტონ უიზარდსი | |||||||||||||||||||||||||||
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | ||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
კარიერული NBA სტატისტიკა | ||||||||||||||||||||||||||||
ქულა | 32,292 (30.1 ppg) | |||||||||||||||||||||||||||
მოხსნა | 6,672 (6.2 rpg) | |||||||||||||||||||||||||||
გადაცემა | 5,633 (5.3 apg) | |||||||||||||||||||||||||||
მედლები
|
ჯორდანმა 1981–1984 წლებში სამი სეზონი ითამაშა ჩრდილოეთ კაროლინაში თარ ჰილზის (Tar Heels) კოლეჯის საკალათბურთო კლუბში, რომლის შემდეგაც ის 1984 წლის დრაფტზე, პირველი რაუნდის მესამე პიკად აირჩია ჩიკაგო ბულზმა. მალევე მან სახელი გაითქვა მისი გრძელი ნახტომით შესულებული ჩატენვებით (Dunk), რომელსაც ხშირ შემთხვევაში ასრულებდა საჯარიმო სროლის ხაზიდან ნახტომის შემდეგ. ამის გამო მან ზედმეტსხელებიც დაიმსახურა: ჰაეროვანი ჯორდანი (Air Jordan და His Airness). მან ასევე მალევე მოიპოვა საუკეთესო დაცვითი კალათბურთელის სახელი.[4] 1991 წელს მან მოიგო პირველი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატი ჩიკაგო ბულზსთან ერთად და მას მიყოლებით მოჰყვა 1992 და 1993 წლის ჩემპიონობა. ზედიზედ სამი ჩემპიონობის შემდეგ, 1993-94 წლის სეზონის მიმდინარეობის დროს ჯორდანმა მოულოდნელად დაასრულა საკალათბურთო კარიერა და კარიერა განაგრძო ბეისბოლის მთავარ ლიგაში. 1995 წელს ჯორდანი დაბრუნდა ჩიკაგო ბულზში და კიდევ ერთხელ გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ზედიზედ სამგზის, 1996, 1997 და 1998 წლების გამარჯვებული. 1999 წლის იანვარში ჯორდანმა ხელმეორედ დაასრულა კარიერა კალათბურთში და მეორედ დაბრუნდა 2001 წელს და ვაშინგტონ უიზარდსის რიგებში ორი სეზონი ითამაშა 2003 წლამდე.
ჯორდანის ინდივიდუალურ მიღწევებს შორის არის ექვსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის (Final MVP) ტიტული, ათი საუკეთესო მექულის (Scoring Titles) ტიტული, ხუთი NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული, თოთხმეტჯერ ითამაშა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი და სამჯერ გახდა ყველაზე ღირებული მოთამაშ (All-Star Game MVP), სამჯერ აქვს მიღებული NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული, ათჯერ იქნა არჩეული All-NBA-ს პირველი გინდის წევრად, ცხრაჯერ აიღო ყველა მცველის (All-Defensive) პირველი გუნდის წევრი, სამჯერ აიღო საუკეთესო მოპარვების (Steal) ტიტული და 1988 წელს მოიპოვა NBA-ს წლის საუკეთესო დაცვითი კალათბურთელის ტიტული.
მაიკლ ჯორდანი ფლობს NBA-ს რეკორდს ჩაგდებული ქულების რაოდენობით. რეგურალურ სეზონში აქვს 30.12 საშუალოდ ქულა თამაშში და 33.45 (საშუალოდ ქულა თამაშში) - ფელიოფში.
1999 წელს ამერიკულმა სპორტულმა არხმა ESPN, ჯორდანი დაასახელა მე-20 საუკუნის საუკეთესო ჩრდილოეთ ამერიკელ სპორტსმენად. ჯორდანი არის ორგზის კალათბურთის დიდების დარბაზის (Hall of Fame) წევრი, 2009 წელს როგორც ინდივიდუალური მოთამაშე, ხოლო 2010 წელს როგორც 1992 წელს აშშ-ის ოლიმპიური ნაციონალური საკალათბურთო გუნდის წევრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ოცნების გუნდი“ („The Dream Team“). 2015 წელს ჯორდანი ასევე გახდა FIBA-ს დიდების დარბაზის (FIBA Hall of Fame) წევრი.
ჯორდანმა ხელი შეუწყო Nike-ის Air Jordan-ს, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელს აწარმოებს და 1984 წლიდან დღემდე პოპულარულია.[5] ჯორდანი გადაღებულია 1996 წელს გამოსულ ფილმ Space Jam-ში, სადაც იგი საკუთარ თავს თამაშობს. 2006 წელს იგი გახდა NBA-ში მოასპარეზე კლუბის შარლოტ ბობკეთსის (ახლანდელი შარლოტ ჰორნეტსი) მფლობელი. 2014 წელს ჯორდანი გახდა პირველი მილიარდერი NBA-ს კალათბურთელი და იგი არის მესამე უმდიდრესი აფრო-ამერიკელი Robert F. Smith-ს და ოპრა უინფრის შემდეგ.