სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (ინგლ. Samuel Langhorne Clemens; დ. 30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი ― გ. 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) ფსევდონიმით — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი.
სწრაფი ფაქტები მარკ ტვენი, დაბადების თარიღი ...
მარკ ტვენი |
---|
ინგლ. Mark Twain |
|
დაბადების თარიღი |
30 ნოემბერი, 1835(1835-11-30)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] |
---|
დაბადების ადგილი |
ფლორიდა[23] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
21 აპრილი, 1910(1910-04-21)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [24] [10] [11] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] (74 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
რედინგი |
---|
დასაფლავებულია |
ვუდლოუნის სასაფლაო |
---|
ფსევდონიმი |
Mark Twain, Sieur Louis de Conte და Thomas Jefferson Snodgrass |
---|
საქმიანობა |
ჟურნალისტი[21] , რომანისტი, ავტობიოგრაფი, მასწავლებელი[25] , იუმორისტი, საბავშვო მწერალი, მოგზაური მწერალი, აფორიზმების ავტორი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, მწერალი[21] [26] , პროზაიკოსი და პუბლიცისტი |
---|
ენა |
ინგლისური ენა და გერმანული ენა |
---|
მოქალაქეობა |
აშშ[24] |
---|
ალმა-მატერი |
კასკადილას სკოლა |
---|
ჟანრი |
historical fiction |
---|
Magnum opus |
ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და ტომ სოიერის თავგადასავლები |
---|
ჯილდოები |
იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ნევადის გაზეთების დიდების დარბაზის წევრი[27] და ნევადის მწერალთა დიდების დარბაზის წევრი[28] |
---|
მეუღლე |
ოლივია ლენგდონ კლემენზი |
---|
შვილ(ებ)ი |
სუზი კლემენზი, კლარა კლემენზი და ჯინ კლემენზი |
---|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა მარკ ტვენის ნაწარმოებებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“.
თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპული სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.
მწერალი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იმსახურებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა“ უწოდა.[29]
ტვენი დიდ ინტერესს იჩენდა მეცნიერებისადმი. პოლიტიკური შეხედულებებით, იგი ომს ეწინააღმდეგებოდა და განსაკუთრებით აშშ-ის მიერ ფილიპინების ოკუპაციას.
ტვენი კრიტიკულად იყო განწყობილი ორგანიზებული რელიგიისადმი, თუმცა არასოდეს უთქვამს უარი თავის პრესვიტერიანულ აღმსარებლობაზე.[30]