რედვუდის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
რედვუდის ეროვნული პარკი (ინგლ. Redwood National and State Parks) — ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთით, კალიფორნიის შტატში მდებარე პარკი. დაცული ტერიტორიის დასავლეთი საზღვარი მიუყვება წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლს. მდიდარია პარკის ეკოსისტემა, აქ მრავლად იზრდება სეკვოიას ხეები.
სწრაფი ფაქტები რედვუდის ეროვნული პარკი ...
რედვუდის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | კალიფორნია, აშშ |
უახლოესი ქალაქი | კრესენტ-სიტი |
ფართობი | 540 კმ² |
დაარსდა | 1 იანვარი, 1968 |
სტუმრობა | 385,171 (2007[1]) |
მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების სამსახური |
მსოფლიო მემკვიდრეობა | 1980 |
დახურვა
დაცული ტერიტორიის სამხრეთით არის ქალაქი სან-ფრანცისკო.
რედვუდის ეროვნული პარკი შეიქმნა 1968 წლის 1 იანვარს პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის გადაწყვეტილებით. წლების განმავლობაში რედვუდის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1980 წელს იუნესკომ რედვუდის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.